LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე „ამჩატდნენ“

558
ყაველაშვილი მზექალა შანიძეზე და შოთი არჩველაძეზე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი და მმართველი გუნდისგან გამიჯნული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე „ამჩატდნენ.“

ამ განცხადებით ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის კრიტიკას გამოეხმაურა.

დეპუტატმა, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, ჟურნალისტებმა კითხვები შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების – „დინამოსა“ და „გაგრას“ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს.

„აქ დაასახელეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე, შოთა არველაძე, „გაგრას“, „დინამო“, მზექალა შანიძე , „ამჩატდა“ თუ არა, ყაველაშვილმა უპასუხა:

მზექალა შანიძე: კანონპროექტი საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის, ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. 

„არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა სამწუხაროდ“, – დაამატა დეპუტატმა და თქვა, რომ ეს ხალხი ცრუ ინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან.

„ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების და მასთან მიტმასნილი NGO სექტორის გაფართხალება.

ეძებენ მიზეზებს, რომ ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში და როგორმე მიიტანონ ეს ნეგატივი ჩვენთვის ძვირფას საზოგადოების წევრებამდე.

სამადაშვილი: ყაველაშვილს რუსეთის ფარულ ომზე ჩემი წიგნი მოვუტანე, გაქცევა რომ მოუწევთ, რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი – ივარჯიშოს, ეგებ, რუსულად გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს

თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ… მსგავსი შეფასებებით.

როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული.

ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები „ფეიკის“ სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

პოპულალურები