LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BIAFF კინოფესტივალის ორგანიზებით ჩიკაგოში „ქართული კინოს დღეები” გაიმართება

117

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან „Society for Arts” (ჩიკაგო) თანამშრომლობით, „ამერიკაში პოლონური კინოს ფესტივალის“ (PFFA) ფარგლებში ატარებს „ქართული კინოს დღეებს“, 9-12 ნოემბრის პერიოდში.

„ამერიკაში პოლონური კინოს ფესტივალის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია „Society for Arts” (ჩიკაგო). ფესტივალი 1989 წელს დაარსა კრისტოფერ კამიშევმა (კინო/არტ მენეჯერი და ფილანტროპი). PFFA პოლონეთის გარეთ პოლონური კინოს ყველაზე დიდი ფესტივალია

BIAFF კინოფესტივალი  „Society for Arts”-თან უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრეზიდენტი კრისტოფერ კამიშევი ორჯერ იყო ბათუმში ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული (2007, 2010) და მრავალი წელია BIAFF კინოფესტივალს უწევს კონსულტაციას / მხარდაჭერას დოკუმენტური კინოს სექციის პროგრამირების და პოლონური კინოს პრეზენტაციის კუთხით.

„ქართული კინოს დღეები“ ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში – წარმოდგენილი იქნება როგორც კლასიკა ისე თანამედროვე კინო.

თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილია  რეჟისორებით – რუსუდან გლურჯიძე „სხვისი სახლი“ (2016), მარიამ ხაჭვანი „დედე“ (2017), ანა ურუშაძე „საშიში დედა“ (2017) და ლევან კოღუაშვილი „ბრმა პაემნები“ (2013).

ქართული კინოს კლასიკოსები წარმოდგენილია შემდეგი ფილმებით –   მიხეილ კობახიძის – „მუსიკოსები“ (1969), “ქოლგა” (1967), “ქორწილი” (1964), გიორგი შენგელაიას “ალავერდობა” (1962), გიო მგელაძის “არა, მეგობარო” (1993).

„ქართული კინოს დღეებს“ ჩიკაგოში BIAFF-ის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რამდენიმე ქართველ რეჟისორთან ერთად წარადგენენ.

პროექტის მხარდამჭერებია – “Society for Arts” (აშშ), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და აჭარის კულტურის სამინისტრო. პროექტის კოორდინატორი – BIAFF ბათუმის საერთაშორისო ხელოვნების სახლის კინოფესტივალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g