LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი – სკანდალური კოვიდ-ვიდეოები, სადაც ცარიელი სამედიცინო დაწესებულებებია ნაჩვენები, რეალობას არ ასახავს

157
page

იმის ფონზე, რომ გაერთიანებულ სამეფოში მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს, მოსახლეობა ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეოებმა შეაშფოთა. ვიდეოები ინგლისის სხვადასხვა ჰოსპიტალებშია გადაღებული და მათში ნახევრად ცარიელი სამედიცინო დაწესებულებებია ასახული. აღნიშნულ ვიდეოებს, რომლებიც ძირითადად ლოკდაუნის მოწონააღმდეგეებმა და კორონავირუსის საფრთხის მიმართ  სკეპტიკურად განწყობილმა ,,იუზერებმა” გაავრცელეს, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. კომენტარის გაკეთება თავად “ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის” (NHS) ხელმძღვანელს, სერ საიმონ სტივენსსაც მოუწია, რომლის თქმითაც “აღნიშნული ვიდეოები რეალობას არ ასახავს და იმის თქმა, რომ თითქოს ბრიტანეთში კოვიდ-19 აღარ მძვინვარებს, მთავრობა კი არაფრის გამო კეტავს სახლში მოქალაქეებს, არასწორია.”

ვიდეოებში ნაჩვენებია საავადმყოფოების ცარიელი დერეფნები და ცარიელი საწოლები, თუმცა სტივენსის თქმით, კადრები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ბრიტანეთმაც მოახდინა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია, ჰოსპიტალები კი ისე მოეწყო, რომ კოვიდ-პაციენტები სხვა დანარჩენებისაგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, ქვეყანაში გადაიდო გეგმიური სამედიცინო ჩარევები. ამიტომ საავადმყოფოების გარკვეული ფლიგელები შესაძლოა ისე გამოიყურება, როგორც ცარიელი,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოსპიტალები გადატვირთული არ არის. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ბოლო დღეებში ბრიტანეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

სტივენსის გარდა, ვიდეობი უკომენტაროდ არც სხვადასხვა ჰოსპიტალების და ზოგადად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დაუტოვებიათ. ისინი თვლიან, რომ ამგვარი ვიდეოების და ზოგადად, დეზინფორმაციის გავრცელება უპატივცემულობაა სამედიცინო სფეროს ყველა იმ წარმომადგენლის შრომის მიმართ, ვინც სხვის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.

,,გაბრაზებული ვარ, მაგრამ უფრო გულნატკენი. ძალიან მინდა, რომ ამ ხალხს შეეძლოს თავისი თვალით ნახოს კოვიდ-19-ით გამოწვეული ყველა სიკვდილი და გარდაცვლილთა რაოდენობა. მინდა მათ საავადმყოფოს ყველა მუშაკის თავდადების და შრომის დანახვაც შეეძლოთ. თუნდაც მხოლოდ ეს კვირა ისეთი რთული იყო

მათი უვიცობა სხვებს აზიანებს. ნამდვილად ვისურვებდი,რომ ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ.” – დატვიტა ერთ-ერთმა ექიმმა მას შემდეგ, რაც ადამიანთა ჯგუფმა მის კლინიკასთან აქცია გამართა. ისინი შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პანდემიას კი დიდ ტყუილს უწოდებდნენ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები