LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭი, რომლის დასახმარებლადაც მთელი საქართველო გაერთიანდა და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

469
ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

ბიჭი, რომლის დასახმარებლადაც მთელი საქართველო გაერთიანდა და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.

„წავიდა და გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი ბიჭი. დაილოცოს უფალო შენი განგება,  შენც კარგები გყვარებია. ნოკა, მოგიკვდეს მამიდა, შვილო, შემართებით ვარო, მეუბნებოდი… ეს რა დღეში ჩაგვყარე, შვილო,სიტყვები არა მაქვს, ვანუგეშო შენი გამწარებული მშობლები, გოჩა და აზა. ვაიმე, მუხთალო წუთისოფელო…“ – წერს ბიჭის მამიდა, სესილი ზარნაძე.

ნოკა ხურციძეს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ფილტვზე სიმსივნის აგრესიული ფორმა განუვითარდა.

ოჯახი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ახალგაზრდას საფრანგეთიდან თურქეთში გადაყვანა და მკურნალობა სჭირდებოდა. მის დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა და დახმარებას შეეცადა.

„ხალხო, მუხლმოდრეკილი გევედრებით, ნუ გაატარებთ ამ პოსტს, ეს ახალგაზრდა ბიჭი ოჯახის ერთადერთი ნუგეშია… გთხოვთ გადააზიაროთ პოსტი…“ – ახალგაზრდა მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

წავიდა და გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი ბიჭი😭😭😭დაილოცოს უფალო შენი განგება💔🙏შენც კარგები გყვარებია😭😭😭ნოკა,მოგიკვდეს მამიდა…

Posted by სესილი ზარნაძე on ხუთშაბათი, 04 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g