LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიჭს ვესროლე, გოგოსთვის არ მინდოდა” – ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულის სასამართლო მიმდინარეობს

402
ds-4fcc1

კინოთეატრ “ამირანთან” განვითარებული მოვლენების დროს, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული შალვა შევარდნაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში მსჯელობა მიმდინარეობს. დამნაშავემ პროცესზე განაცხადა, რომ ანა სუბელიანი და მისი მეგობარი შეგნებულად ცდილობდნენ აქციის მონაწილეების გაღიზიანებას.

„ძალიან ცუდი შეძახილები იყო. რკინის ჯებირი იყო და შეგნებულად გადმოვიდნენ აქეთ ანა სუბელიანი და მისი მეგობარი. პროვოცირება იყო მათი.

ჩემს გვერდზე აღმოჩნდა სუბელიანი და ის ბიჭი და მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა მოქალაქეეები. იმ ბიჭს ვესროლე მობილური ტელეფონი, გოგოსთვის არ მინდოდა, მაგრამ მოხვდა.

რომ დამეგეგმა, მობილურის ნაცვლად ვესროდი სხვა რამეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვებოდა”, – განაცხადა შალვა შევარდნაძემ.

დაკავებულის თქმის, აქციაზე მისვლა დაგეგმილი არ ჰქონია და კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა.

ანა სუბელიანის ახალი მოთხოვნა - რას აპირებს სამოქალაქო აქტივისტი 8 ნოემბრის მოვლენების შემდეგ

პოლიციელების ნაწილი დახმარების ნაცვლად მას მოუწოდებდა, მიმდებარე ტერიტორიიდან გასულიყო

შალვა შევარდნაძის ადვოკატი, მერაბ წკრიალაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძე თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება დააყენა, დაცვის მხარემ კი გირაო მოითხოვა.

სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g