LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა-ბორიას ოცნება განქარდა და აყროლდა, ისე როგორც არასდროს აქამდე: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

488
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

„ბიძინა-ბორიას ოცნება განქარდა და აყროლდა, ისე როგორც არასდროს აქამდე“, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ელენე ხოშტარია სამოქალაქო გმირობის მაგალითია, ნინო ლომჯარია გმირია, რომელიც მარტოდმარტო უმკლავდება რუსული ოცნების რეჟიმის ზეწოლასა და მუქარებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი კი გმირი და დიდი პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწეა.

„ელენე ხოშტარია არის სამოქალაქო გმირობის მაგალითი! აქსიოს! ღირსეულია! ნინო ლომჯარია არის გმირი, რადგან ის მარტოდმარტო სახელმწიფო სტრუქტურებიდან უმკლავდება რუსული ოცნების რეჟიმის ზეწოლასა და მუქარებს! აქსიოს! ღირსეულია!

მიხეილ სააკაშვილი არის გმირი და დიდი პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწე, რომელმაც შიმშილობის კლასი და საოცარი სიმტკიცე აჩვენა გამოთაყვანებულ მეოცნებეების ცრუპენტელა ტაკიმასხარებს! არ შიმშილობსო, ტრუსკავეცშიაო და ა.შ. თითოეული ეს მატყუარა ჩინოვნიკი არის ისტორიის სამარცხვინო სახელები, ხოლო მიშას სახელი და დიდება უპრეცედენტოდ გაიზარდა 2012 წლის შემდგომ მოსახლეობაში, გუშინდელი მოწინააღმდეგეებიდან ახლა უკვე უამრავი დადებითად განეწყო მისდამი და გადაიაზრა წარსული უარყოფითი დამოკიდებულება. მრავალჟამიერ მას და ყოველ მოშიმშილეს! აქსიოს! ღირსეულია!

ბიძინა-ბორიას ოცნება კი განქარდა და აყროლდა, ისე როგორც არასდროს აქამდე! ანაქსიოს! უღირსია!“,- წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

magti 5g