LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს

93

ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს მაღალი კლასის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, განმუხურის გარდა, ე.წ. „სასაზღვრო ზოლის“ იქითაც სურს, მშენებლობა დაგეგმოს.

„დღეს განმუხურში გაიხსნება მშენებლობა. იქ თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი ხაზის. სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღი იყო ჩემი იდეა. გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ზონაა, ვფიქრობ, კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება. ამასთან დაკავშირებით მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება და ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს გამყოფ ხაზს იქით. მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

mazda magti 5g