პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება მოსამართლეების საკითხს და გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.