LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი“ – გოცირიძე ივანიშვილზე

264
რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილი

„ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მთავარი შინაარსია ბოდიშის მოხდა არა ოსებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსეთისა და პუტინისადმი – „ქართული ოცნება“ ეწევა რუსეთის გათეთრებას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში მის გამართლებას, ხოლო წამქეზებლობასა და ომის წამოწყებაში ბრალს აშშ-სა და დასავლეთს სდებს“ – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით, სწორედ რუსეთია დამნაშავე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში:

„არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას“ – კალაძე ჟურნალისტს

„პარადოქსია, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოებში „ქართული ოცნების” პოზიციას ეწინააღმდეგება დღევანდელი “ქართული ოცნება” – დღევანდელი ივანიშვილი გამოდის გუშინდელი ივანიშვილის წინააღმდეგ! ხელისუფლება ღალატის გზას დაადგა და რუსეთის ღია მოკავშირე გახდა. ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებამ რუსეთის ხელისუფლების აღფრთოვანება რომ გამოიწვია, ეს ბუნებრივია”- განუცხადა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“.

„ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს… არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ“ – გიორგი ბოტკოველი

ცნობისთვის, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g