LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა

136

“გაიცანით პლანეტის უმდიდრესი ადამიანები” ამ სათაურით გავლენიანმა გამოცემა ფორბსმა მსოფლიო მილიონერების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

წლევანდელი რეიტინგით, ფორბსმა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად ამაზონის  დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსის, დაასახელა. მისი ქონება 112 მილიარდი დოლარია.

ამასთან ერთად, ჯეფ ბეზოსი პირველი ადამიანი გახდა ისტორიაში, რომლის ქონებაც 100 მილიარდიან ნიშნულს გასცდა.

 

 

მეორე პოზიციაზეა 90 მილიარდი დოლარით მაიკროსოფტის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი. მესამე ადგილს კი 84 მილიარდით ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტი, იკავებს. მილიარდერების პირველ ოცეულში წელს ორი ქალიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ახალ რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებით 456-ე პოზიციაზე მოხვდა მაშინ, როცა წინა წელს მისი ქონება 4 მილიარდ 500 მილიონი იყო. ამ რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.

magti 5g