მეორე ტურში სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა იქნება, ხელისუფლება კი ისევ თავის სიყრუესა და სიბრმავეში რჩება, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ვერ ატყობთ, რომ ბიძინა უკვე კიმ ჩენ ინია, ვერ არის ჯანზე კაცი, ყველაფერი უნდა მოვიგოო. ყველა სოფელი, ქალაქი, დაბა და ის კი არ იცით, რომ მალე დადგება ის დრო, როცა კრახს იხილავთ.
სხვათაშორის წინა ხელისუფლებასაც ვეუბნებოდი, რომ ვიღაცეებს მოგიწევთ პასუხისგება, მაგრამ ეს ბიძინა საკუთარ თავზე და ოჯახზე რომ აიღებს გარანტიებს, თქვენს ოჯახებზე კი არ გამოიდებს თავს.
ვერ გიტანთ დასანახად ბიძინა. მას სძულს ის ოპოზიციონერები, ვინც თავისი უნაგირის ქვეშ ვერ მოაქცია.
ბევრნი ვართ ასეთები, მაგრამ იცოდეთ, მას აქვს ჩემთვის ნათქვამი და ამიტომ გეუბნებით, თქვენ – ნაყიდები რომ ხართ და მისი მონები, დასანახად ვერ გიტანთ ის, ჩვენზე მეტად სძულხართ. ადამიანებად არ გთვლით. ამას უახლოეს პერიოდში იხილავთ. ტიტველი ბარტყებივით მიგატოვებთ”,- თქვა გუბაზ სანიკიძემ.
ამავე გადაცემაში სანიკიძემ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“სააკაშვილთან პოლიტიკური ბმა იმიტომ მაქვს და მეც და ისიც საკუთარ თავს იმიტომ გადავახტით, რომ ქვეყანაზეა ლაპარაკი.
ქვეყანა, რომელიც არის დავრდომილი. ჩამოვიდა ამერიკის თავდაცვის მდივანი და გვითხრა, არც იოცნებოთ 3+3 ფორმატზეო და გაგვახსენა, რომ თქვენ შემთხვევით 20% ხომ არ გაქვთ დაკარგულიო”,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
