LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინამ რაო ბიჭებო!?” – ენმ-მ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქცია გამართა

109
237e2402df1ce0f57f4c1a00874f9c7e
ფოტო: livepress

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აქცია გამართეს.

ენმ-ის წევრ, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო დღეებში და მას შემდეგ რაც საკრებულოში მოხდა, დადასტურდა, რომ პოლიცია არა, ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.

“ეს პოლიცია ემსახურება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ამიტომ მათ ოპერაცია “ნახვაწას” ღირსეული შესრულებისთვის “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის ფოტო. უნდა გადავცეთ პოლიციის უფროსს, რომ ჩამოიკიდოს ოთახში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდსა და ბათუმში, მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა დაპირისპირების ფონზე 26 ნოემბერს დაამტკიცეს. ოპოზიციის თქმით, “ვადაგასულმა” საკრებულომ უკანონოდ მიიღო მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალ საკრებულოს უნდა აეღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები