LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილაინი ლიცენზიის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაში 1 მლნ–ზე მეტს გადაიხდის

104

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“, ბრენდული სახელწოდება – „ბილაინის“#F39 რადიო-სარელეო კავშირისთვის განკუთვნილი ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია #F39 ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საერთო ჯამში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, აღნიშნული თანხის 30%-ს (332 705,90 ლარი) შპს „მობიტელი“ ერთი თვის ვადაში დაფარავს, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ჩარიცხავს.

.

mazda magti 5g