LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდმა” 2025 წლის ზაფხულის ჰიტად ალექს უორენის Ordinary დაასახელა – ზაფხულის ტოპ 10 სიმღერა ცნობილია

123
Messenger_creation_42AF2230-BAA7-45C0-BC30-5687E3BEFE94

,,ბილბორდმა” 2025 წლის ზაფხულის ტოპ 10 სიმღერა გამოავლინა. რეიტინგი 7 ივნისიდან 6 სექტემბრამდე, ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” საუკეთესო ათეულში ყველაზე პოპულარული ჩანაწერების პოზიციონირებით შედგა.

ჩამონათვალში 10-დან 3 სიმღერა, მორგან უოლენს ეკუთვნის.

პირველ ადგილზე სიმღერით – Ordinary, ალექს უორენი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ტრეკმა სეზონზე ჩარტის ათეულში 14 კვირა გაატარა, საიდანაც 10-ჯერ ლიდერ პოზიციას იკავებდა.

მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე მორგან უოლენის ჩანაწერები: What I Want ტეიტ მაკრეისთან ერთად, Just in Case და I’m the Problem დასახელდა. სამივე ტრეკი მუსიკოსის მეოთხე სტუდიურ ალბომში – I’m the Problem შედის, რომელიც 16 მაისს დარელიზდა.

ხუთეულს კენდრიკ ლამარისა და SZA-ს Luther ხურავს.

,,ბილბორდის” მიხედვით, 2025 წლის ზაფხულის ტოპ 10 ჰიტი ასეთია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები