ისტორიის მანძილზე პირველად, „თურქეთის ავიახაზები“ იწყებს პირდაპირი რეისების შესრულებას თბილისსა და ანკარას შორის.
„თურქეთის ავიახაზები“ , რომელმაც პირველი რეისი საქართველოს (თბილისის) მიმართულებით 1997 წელს შეასრულა, და ამჟამად თბილისის მიმართულებით კვირაში 30, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში 7 რეისს ასრულებს სტამბოლიდან, ამატებს ახალ პირდაპირ რეისს, ამჯერად ანკარა-თბილისის მიმართულებით.
ანკარა-თბილისის რეისების შესრულება დაიწყება 2019 წლის 18 იანვარს. დაგეგმილია კვირაში 2 რეისის შესრულება, ორშაბათსა და პარასკევს, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც „თურქეთის ავიახაზების“ გაყიდვების ოფისებში, ასევე ონლაინ გაყიდვების არხებით.
ანკარა-თბილისის რეისების განრიგი, 2019 წლის 18 იანვრიდან:
განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – www.turkishairlines.com, დარეკოთ ცხელ ხაზზე +90 212 444 0849, ან ესტუმროთ „თურქეთის ავიახაზების“ გაყიდვების ოფისს.