LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშის კლიპი მილიარდჯერ ნახეს

174
page

ბილი აილიშის სიმღერაზე – Bad guy გადაღებული ვიდეო, რომლის რეჟისორი, დეივ მაიერსია, მილიარდჯერ ნახეს. ინფორმაცია ამის შესახებ თაყვანისმცემლებს, თავად ამერიკელმა მომღერალმა გაუზიარა. ,,Bad guy-ის ვიდეოს ნახვებმა მილიარდს მიაღწია” – დაწერა 18 წლის შემსრულებელმა, რომელიც მან ,,ინსტაგრამის” ,,სთორიში” ატვირთა.

შეგახსენებთ, აღნიშნული კომპოზიცია ბილი აილიშის სადებიუტო სტუდიური ალბომის, When We All Fall Asleep, Where Do We Go? (2019) მეხუთე სინგლია. სიმღერის რელიზი, ისევე როგორც მუსიკალური რგოლის პრემიერა 2019 წლის 29 მარტს შედგა. ჰიტი 62-ე ,,გრემიზე” ,,წლის ჩანაწერად” და ,,წლის სიმღერად” დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები