LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინდის“ ვარსკვლავი ტეილორ ლოტნერი დაქორწინდა – პირველი ფოტოები ქორწილიდან

149
Untitled.pngerrere

„ბინდის“ ვარსკვლავი, ტეილორ ლოტნერი დაქორწინდა, მისი რჩეული მედდა, ტეილორ დოუმია. წყვილი ერთმანეთს 4 წელი ხვდებოდა, გასულ წელს კი მსახიობმა მას ხელი სთხოვა.

ხელის თხოვნის ემოციური კადრები – ,,ბინდის” ვარსკვლავი ტეილორ ლოტნერი შეყვარებულია

ინტერნეტსივრცეში ქორწილიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. საქორწინო ცერემონიალი კალიფორნიის შტატში, პასო-რობლეში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გოგონა მეუღლის გვარზე გადავიდა, შესაბამისად, ახლა ორივე ტეილორ ლოტნერია.

შეგახსენებთ, მსახიობის ცნობილი „ბერნი მაკის შოუთი“ და სხვა ტელესერიალებით გახდა. დიდი წარმატება კი საგამ „ბინდი“ მოუტანა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, სხვადასხვა დროს ის ტეილორ სვიფტს, სელენა გომესს და ლილი კოლნიზს ხვდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები