LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე არ წამოდგნენ (ფოტო)

511
beyonce-jz-news445

წლევანდელი „სუპერ ბოულის“ გრანდიოზულ შოუს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად კაშკაშა მომენტებისა, იყო უხერხული ეპიზოდებიც. მაგალითად ყველაზე თვალსაჩინო იყო ბიონსესა და ჯეი-ზის უპატივცემულობა ეროვნული ჰიმნის მიმართ. როგორც წესი,  ნახევარფინალი სწორედ ჰიმნით გაიხსნა, რომელიც წელს დემი ლოვატომ შეასრულა. ამ დროს მთელი ჰარდ როკ სტადიონი ფეხზე იდგა, ბიონსე და ჯეი-ზი კი, დამსხდრები ადევნებდნენ თვალს ჰიმნის შესრულებას.

ამ ფაქტს მედიაში მალე მოჰყვა უარყოფითი შეფასებები და გამოხმაურებები. გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ბიონსეს, რომელიც ორი წლის წინ თავად იყო „სუპერ ბოულის“ ჰედლაინერი, ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g