ბიონსე და ჯეი ზი ერთობლივ ტურნეში იმყოფებიან, თუმცა ცნობილმა ვარსკვლავებმა მაინც გამონახეს დრო დასვენებისთვის. წყვილი უფროს ქალიშვილთან ერთად ზღვაზე გაეშურა. დასვენების ამსახველი კადრები მომღერალმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
უცნობია, სად დაისვენეს ვარსკვლავებმა.
ფოტოებზე არ ჩანან ერთი წლის ტყუპები -სემი და რუმი. ცნობილი მშობლები იშვითადად უჩვენებენ მათ საზოგადოებას, ასე რომ ეს ამბავი არავის გაკვირვებია.