ბიონსემ და ჯეი-ზი ახალდაბადებული ტყუპების სახელებს სავაჭრო ნიშნით დააპატენტებენ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება წყვილის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. ინფორმაცია პატარების სახელის შესახებაც ამ დღეებში გავრცელდა.
ცნობილია, რომ ვარსკვლავებმა შესაბამისი განაცხადი 26 ივნისს შეიტანეს. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსებმა ანალოგიურად დააპატენტეს უფროსი ქალიშვილის, ბლუ აივის სახელიც.