LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს მომავალი ტურნეს დაწყების თარიღი ცნობილია

122
photo-collage.png (31)

ბიონსემ მერვე სტუდიური ალბომის – Cowboy Carter მხარდასაჭერი ტურნეს დაწყების თარიღი გაამხილა. არტისტმა მომავალი ტურნეს ანონსი ,,გრემის” გამართვამდე გაავრცელა, დაჯილდოების დასრულების შემდეგ კი, მისი დეტალებიც გააზიარა.

ცნობილი გახდა, რომ Cowboy Carter Tour სტარტს 28 აპრილს, ლოს-ანჯელესიდან აიღებს და მაისიდან ივლისის ჩათვლით, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას მოიცავს. გამორიცხული არ არის ტურნეს ახალი თარიღებიც დაემატოს.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ დისკით – Cowboy Carter 67-ე ,,გრემიზე” ახალი ისტორია დაწერა.

კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები