ისლანდიელი შემსრულებლის, ბიორკის კონცერტისთვის მზადება დიდ საკონცერტო დარბაზში დილიდან მიმდინარეობს. მომღერალი ორი დღეა, საქართველოშია. თბილისშია მისი კონცერტების დირიჟორი ბარნი ფრიმან ბარნასონიც.
ბიორკის პირველი კონცერტი დღეს, ფილარმონიაში იმართება. უცხოელ დირიჟორთან ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების რეპეტიცია უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ბიორკი საქართველოში SOU ფესტივალის მოწვევით იმყოფება. ის მეორე კონცერტს 3 ნოემბერს ოპერის თეატრში გამართავს, სადაც ბილეთები სრულად არის გაყიდული. დღევანდელ კონცერტზე ფილარმონიაში კი ბილეთების შეძენა საიტზე tkt.ge ჯერ კიდევ შეგიძლიათ.