18 აგვისტოს გაყიდვაში გამოვიდა ბიონსეს ვინილის დისკების How to Make Lemonade ლიმიტირებული კრებული, რომელშიც არამარტო სიმღერები, არამედ ვარსკვლავური ოჯახის აქამდე უცნობი ფოტოები შედის. ამ გზით მომღერალს სურდა, რომ საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გაეცნო მისი ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს გამოვიდა ჯეი-ზის ალბომი ”4:44”, რომელიც ბიონსეს დისკის ”Lemonade”-ის ერთგვარ პასუხად იქცა. მსმნელის აზრით, სწორედ ალბომში შესული სიმღერებით უპასუხა რეპერმა მეუღლის ბრალდებებს, რომელსაც ბიონსე ქვეტექტებით, ასევე სიმღერებით მიანიშნებდა.