LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს სახლი – მთავრობის ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის

246

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, ბიზნეს სახლის პროექტს განახორციელებს.

„ბიზნეს სახლი” სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს, რაც ფიზიკური და ელექტრონული სივრცის განთავსებას გულისხმობს, ხოლო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში, ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით 600- ზე მეტი სერვისი მიიღონ.

“ბიზნეს-სახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და ითვალისწინებს ერთიანი ბიზნეს-მომსახურების სივრცის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცე–პრემიერის თქმით, ბიზნეს სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა აქვს.

 

 

magti 5g