LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარი გამოწვევა მოქნილი სასამართლო სისტემაა

68
4027889504

საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა და 2019 წლის მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნეს დავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილება, რომლიც მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის” (Amicus Curiae) ფუნქციის გამოყენების არეალი გაფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, საერთო სასამართლოების სისტემაშიც გავრცელდება. დავიწყეთ მუშაობა, რათა შევძლოთ ბიზნესის ინტერესების დაცვა სასამართლო სისტემაში. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში, რომელიც გვანიჭებს უფლემოსილებას, ჩავერთოთ საერთო სასამართლოებში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებში და ჩვენი რეკომენდაციით გავაძლიეროთ ბიზნესის პოზიციები“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g