LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია – სოსო ფხაკაძე

105
1584220604-სოსო-ფხაკაძე

ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია ყოველთვის არის ღირებული და მით უმეტეს, ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.

„დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბიზნესი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის და ალბათ, ეპიდსიტუაციაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება და თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g