LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი სულს ღაფავს, დამატებითი “ლოქდაუნი” მიზანშეწონილი არ არის – კოვზანაძე

63
ipiccy-image

ეპიდემიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნის” გამოცხადება მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც ბიზნესი სულს ღაფავს, – ამის შესახებ გადაცემაში „ანალიტიკა“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით ორმაგ შოკურ ვითარებაში იმყოფება, რადგან თუკი სხვა არაერთ ქვეყანაში შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას შერბილებული მონეტარული პოლიტიკით ებრძვიან, საქართველოში ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დარტყმის ქვეშაა, ინფლაცია კი იზრდება.

„ზოგადად მიზანშეწონილი არ არის დამატებითი “ლოქდაუნი”, რადგან ეს ნიშნავს ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, ისედაც გარკვეული მიმართულებებით სულს ღაფავს ბიზნესი. აქედან გამომდინარე პრობლემაა ეს. საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით აწუხებს პრობლემები, მაღალი დოლარიზაცია, ინფლაცია და ასე შემდეგ“, – აღნიშნა კოვზანაძემ.

მისივე განმარტებით, მეორე მხრივ სასწორზე გვიდევს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. „შესაბამისად, ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, გამოწვევა უნდა იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა,” – დასძინა “ანალიტიკაში” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები