ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
„მიყვარხარ“ – უცნობის შვილი ლევან გაჩეჩილაძის ახალგაზრდობის ფოტოს აზიარებს
„ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს“ – ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს უსამძიმრებენ
„ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა“
სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 20 აგვისტოს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.