ტურინის ”იუვენტუსის” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მეექვსე სასტუმროს პარიზში გახსნის.
რონალდოს თქმით,საფრანგეთის დედაქალაქში ახალი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება.
ამ დროისათვის კრისტიანოს და პორტუგალიურ ჯგუფ Pestana-ს ორი სასტუმრო აქვთ.
Pestana CR7 Hotel ფუნქციონირებს როგორც ლისაბონში,ასევე რონალდოს მშობლიურ მადეირაზე.
2020 წლისათვის ბიზნეს-პარტნიორებს დაგეგმილი აქვთ კიდევ სამი სასტუმროს გახსნა ნიუ-იორკში,მადრიდში და მარაკეშში.
შესაბამისად პარიზული სასტუმრო,რომელიც 2021 წელს გაიხსნება, ქსელში რიგით მეექვსე იქნება.