აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს მიეცემა უფლება უკრაინა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს იქნება „ნადირობის სეზონის“ გახსნა მთელ მსოფლიოში.
აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღუდგეს რუსეთს, რადგან რუსეთი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს.
„თუ დიდ ქვეყანას პატარა ქვეყნის დაჩაგვრის უფლებას მივცემთ, რომ უბრალოდ შეიჭრას იქ და დაიკავოს ტერიტორია, მაშინ ეს იქნება ნადირობის სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.