LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერი,რომელიც სახალხოდ 50ჯერ გაროზგეს,სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა

71

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ სახაროვის პრემია 2015 წელს გადაეცემა საუდელ ბლოგერს რაიფ ბადავის.

ბადავი მწერალი და აქტივისტია, რომელმაც შექმნა საიტი Free Saudi Liberals. იგი 2012 წელს დააპატიმრეს ელექტრონული არხებით ისლამის შეურაცხყოფისთვის. ამასთან, მის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ იანვარში ბადავი  50ჯერ საჯაროდ გაროზგეს.

პრემიას აზროვნების თავისუფლებისთვის სახელი საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის საპატივსაცემოდ დაერქვა. პრემია ევროპის პარლამენტმა 1988 წელს დააარსა და გადაეცემათ ადამიანებს, ვინც საკუთარი ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვასა და აზროვნების თავისუფლებას მიუძღვნა. აღნიშნული პრემია ფულად ჯილდოს, 50 ათას ევროსაც ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g