გადაცემა „ახალი დღე“ 76 წლის ბლოგერს, „ჯული ბებოს” გვაცნობს.
პროფესიით მათემატიკის მასწავლებელმა, ჯული კუპრაძემ მოგზაურობა შარშან, 75 წლის ასაკში დაიწყო, უკვე სამ ქვეყანაში იყო და დეკემბრის ბოლოს მეოთხე ქვეყნის მონახულებას აპირებს.
ვინ არის 76 წლის ქართველი ქალი, რომელმაც ბლოგერობა გადაწყვიტა – 24 საათში 19 ათასზე მეტი გამომწერი, ხოლო მის ერთადერთ ვიდეოს კი ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს
ჯული ბებო, რომელიც პროფესიით მათემატიკის მასწავლებელია, ამბობს, რომ ბლოგერობა იდეალური ცხოვრების შთაბეჭდილების შესაქმნელად არ დაუწყია
„ინფლუენსერი“ იხსენებს თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ სიახლეს მის ცხოვრებაში და ამბობს, რომ ახალ ცხოვრებას იწყებს და თავის დიდ გამოცდილებას საზოგადოებას გაუზიარებს:
„შევდივარ სკოლაში, მორბის მოსწავლე, პატარა გიორგი, მეხუტება და მეუბნება „ჩემი ბლოგერი მასწავლებელი“, მორბის მეორე, მესამე ბავშვი, მეუბნებიან „ჩემი ლამაზი მასწავლებელი ბლოგერი გახდა“, „ჯული მას თქვენი ფანი ვარ“…
ეს [ბლოგერობა] იქნება ჩემი მთავარი საქმე…
სკოლის გარდა სახლში კულინარიით ვარ დაკავებული, ვმოგზაურობ ახლაც კვიპროსში მივდივარ მეგობრებთან ერთად. რასაც ვინანებთ ალბათ არის ის, რომ რაც გვინდოდა და არ ვცადეთ, განა ის, რომ ვერ გავაკეთეთ…
აუცილებლად უნდა სცადო და გამოგივა…
ბლოგერობა, ეს არის პასუხისმგებლობა, რისიც მე მეშინია… აუდიტორიის წინაშე, აქ ჩემი ბავშვებიც არიან, მშობლებიც, მათი ბებიები და ბაბუები, ძალიან ვემზადები ამ საქმისათვის ისევე, როგორც გაკვეთილის მომზადებისთვის…
75 წლიდან ვგრძნობ, რომ ცოტა დავმძიმდი, მხოლოდ ეს შეიცვალა, მეტი არაფერი…
ყველაფერი ისევ ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში – ბაზარი, სადილი, შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი, უბრალოდ ისე სწრაფად ვეღარ ავდივარ კიბეზე, მაგრამ არც გავიქცევი მერე რა…“ – ამბობს ჯული კუპრაძე.
