LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW ახალ მანქანებში მცენარეულ  ზეთს ჩაასხამს

108
BMW ახალ მანქანებში მცენარეულ  ზეთს ჩაასხამს

BMW-მ ახალ მანქანებში დიზელის მცენარეულ ზეთის ჩასხმა დაიწყო. ბავარიული ბრენდის პრეს-სამსახურმა ბიო საწვავზე HVO100-ზე გადასვლა დაადასტურა. ეს საწვავი ფირმა Neste-მ საკვები ნარჩენებისგან დაამზადა და მას ყველა დიზელის ძრავაზე გამოიყენებენ.

დასაწყისისთვის მცენარეულ ზეთს მხოლოდ ქარხნის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის, ავტომობილების სადილერო ცენტრებში გაგზავნამდე მოიხმარენ. BMW-ს ქარხნების ტერიტორიაზე დიზელის დაწვაზე სრულად უარის თქმას 2025 წლის იანვრიდან აპირებენ. შედეგად დიოქსიდის გამონაბოლქვი მინიმუმ 10-ჯერ შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში პარაფინის ბიო საწვავი HVO 2024 წლის მაისიდან არის ნებადართული, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ასეთი ალტერნატივა უკვე რამდენიმე წელია ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები