BMW M2 კვლავ ინარჩუნებს სპორტულ ავტომობილთა სამყაროში თავის გამორჩეულ ადგილს. 2026 წლის მოდელი კიდევ უფრო დახვეწილია და კვლავ მოხვდა MotorTrend-ის 2026 წლის საუკეთესო ავტომობილების ფინალისტთა სიაში. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა M2 ფინალშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავტომობილი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელთა ინტერესსაც ინარჩუნებს.

მახასიათებლები:
აგრეგატი: 3.0-ლიტრიანი ტურბო ექვსცილინდრიანი ძრავი, რომელიც 473 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ტრანსმისია: 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი.
შესაძლებლობები: 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება 4 წამში.

შიდა ინტერიერი: ახალი, დახვეწილი დიზაინი, გაუმჯობესებული ტექნოლოგიური ინტერფეისი და ახალი ჰედ-აფ დისპლეი.
გარე დიზაინი: ახალი ფერები, მათ შორის Twisted Purple Pearl Metallic, რომელიც დამატებით $3,600 ღირს.

მინუსები:
საწვავის მაღალი მოხმარება მცირე ზომის ავტომობილისთვის.
მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დიზაინს პოლარიზებულად მიიჩნევს.
მექანიკური მოდელებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ადაპტირებული კრუიზ კონტროლი.

ასეა თუ ისე, 2026 წლის BMW M2 მოდელი კვლავ აერთიანებს კლასიკურ სპორტულ ვიზუალს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპორტულ ავტომობილად აქცევს.