პროექტი G74: „კვადრატული“ BMW-ს ჯიპის დებიუტი 2029 წელს შედგება. ინსაიდერული ინფორმაციით, BMW ამზადებს მოდელს ქარხნული ინდექსით G74, რომელიც განკუთვნილია ლეგენდარული Mercedes-Benz G-Class-ის, Gelendvagen-ის პირდაპირი კონკურენციისთვის.
ახალი ჯიპის წარმოება 2029 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. აღნიშნულია, რომ ის საწარმოო ხაზში იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც ამჟამად BMW XM ჰიბრიდულ მოდელს ეკუთვნის.
მომავალი „კვადრატული“ ავტომობილი არ იქნება დაფუძნებული ახალ პლატფორმაზე, არამედ შასის ადაპტირებულ ვერსიაზე, რომელზეც პოპულარული X5 კროსოვერის შემდეგი თაობა აშენდება. ამჟამინდელი „Gelendvagen“ შექმნილია მყარ ჩარჩოზე, მყარი უკანა ღერძით და სამივე დიფერენციალის მექანიკური საკეტებით.
BMW საპირისპირო გზით წავა, გამოიყენებს დიზაინს მონოკოკური კორპუსით და დამოუკიდებელი უკანა საკიდრით.
G74 პროექტის ძირითადი დეტალები ჯერ არ არის გამოქვეყნებული. პირველი მონაცემები უფრო კუთხოვან, „კვადრატულ“ დიზაინსა და სპეციალურ მოდიფიკაციებზე საუბრობს, რაც ავტომობილს საშუალებას მისცემს, უგზოობისას თავდაჯერებულად იგრძნოს თავი. ასევე, წინასწარი ინფორმაცია ახალი ჯიპისთვის შესაძლო ჰიბრიდულ ძრავზე მიუთითებს.