LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW Mini-ს ელექტროქარების მთელ ტირაჟს უკან გამოიწვევს, მიზეზი აფეთქების საშიშროებაა

107
BMW Mini-ს ელექტროქარების მთელ ტირაჟს უკან გამოიწვევს, მიზეზი აფეთქების საშიშროებაა

BMW Mini-ს ელექტროქარების მთელ ტირაჟს უკან გამოიწვევს. გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაადგინა, რომ „ელემენტიანი“ მოდელის პირველი თაობა სრულად შესაკეთებელია. უკან გამოწვევის კამპანიის მიზეზი საკმაოდ სერიოზულია: არსებობს ხანძრის საშიშროება მაშინაც კი, როცა ავტომობილი უბრალოდ დაპარკინგებულია: 2 აალების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

გერმანელმა ჟურნალისტებმა BMW-ს კამპანიას „მეგა-მინი-უკან გამოწვევა“ დაარქვეს, რადგან მხოლოდ გერმანიის მასშტაბით რისკ ჯგუფში 39 ათასი ჰეტჩბეკია.

ავტომწარმოებელი პრობლემის მოგვარებას პროგრამული განახლებით გეგმავს და დარწმუნებულია, რომ ხანძრის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები