LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ახალი პაციენტი მიიღეს, მათ შორის 2 მცირეწლოვანია

81
1585897951-183584

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით კოვიდინფიცირებული 69 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, 3 ახალი პაციენტი დაემატათ, მათ შორის 2 მცირეწლოვანია. მისივე თქმით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა 10 პაციენტი ჯერ ისევ საყურადღებოა.

„დილის მდგომარეობით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი, აქედან 69-ს აქვს დადასტურებული კოვიდ-19. 19 პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი. აქედან ორი ბავშვია, რომლებიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან და ერთიც მოზრდილი. სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. გარდა ამისა, 1 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 არის საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ორ მცირეწლოვანს, რომელთაც კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდა, თბილისში გადმოიყვანენ

 

magti 5g