LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ მცირეწლოვანს, რომელთაც კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდა, თბილისში გადმოიყვანენ

104
11china-briefing-2-print-superJumbo-v2

გუშინ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 2 ზუგდიდში დაფიქსირდა. ორივე პაციენტი მცირეწლოვანია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მათი დედაც იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მასზე ჩატარებულმა ტესტირებამ ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. მცირეწლოვანი პაციენტები თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

არსებული ინფორმაციით, ორივე ბავშვის საკარანტინე სივრციდან, თბილისში გადაყვანა იგეგმება. არ ვრცელდება ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მცირეწლოვანი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები სამედიცინო დაწესებულება სავარაუდოდ ბოჭორიშვილის კლინიკა იქნება. ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აცხადებენ.

ანაკლიის საკარანტინო ზონაში მყოფ 2 მცირეწლოვანს covid 19 დაუდასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები