LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია

58
1585897951-183584

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 63 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 54 კოვიდინფიცირებულია. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკამ გუშინ 2 ახალი პაციენტი მიიღო, რომელებიც ცნობილი კლასტერიდან არიან. მისი თქმით, საავადმყოფოში 9 ინფიცირებული 18 წლამდე ასაკის მოზარდია.

კლინიკას დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის ერთი 6 წლის მცირეწლოვანია.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა საყურადღებოა, მძიმე ფორმით ინფიცირებული არ ჰყავთ.

ახალი პაციენტები თეთრიწყაროს და ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებიან. ამის შესახებ სოლოღაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.