LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკიდან 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, 11 პაციენტი საყურადღებოა

81
shutterstock-1644424099 (1)

დღეს დილის მონაცემებით ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ 78 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 66 კოვიდინფიცირებულია. სამედიცინო დაწესებულებაში 12 მოზარდი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია ერთი პაციენტი, ხოლო 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის შესახებ დაწესებულების სამეთვალყურეო  საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს „კოვიდ-19“-სგან 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„უკვე დადასტურებული პაციენტებიდან  12 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ერთი პაციენტი რეანიმაციაშია. 11 საყურადღებოა. მათთან გამოხატულია ორმხრივი პნევმონია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიც საყურადღებო რჩება. ველოდებით სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას. გარდა ამისა, ამ ეტაპზე რვა პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართავად“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g