LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… შიმშილობის 18 დღე ძალიან საგანგაშოა… ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები“ – ხოშტარია ამაღლობელზე

302
ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ შიმშილობის მე18 დღე ძალიან საგანგაშო და უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო საშიში ზღვარია:

„ალბათ ყველაზე კარგად ვიცი რა საგანგაშოა 15 დღე წყალზე ყოფნა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება მალე! ამიტომ, ექიმებო, ყველამ ავტეხოთ განგაში მერე გვიანი არ იყოს“ – ხოშტარია ამაღლობელზე

„შიმშილობის მე18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი, ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს. კოორდინაცია ირღვევა
პერიოდული დერეალიზაცია, ღებინება, აღქმის შენელება – ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ.
მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტვში ვჩანდი.

„არასწორია საკითხის ასე დაყენება, რომ მზია ამაღლობელმა სილა გააწნა პოლიციელს, მზია ამაღლობელმა სილა გააწნა დამნაშავეს“ – ნინო ლომჯარია

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.


მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე.
ჩემთვის რომ გეკითხათ მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს.
მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!
ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე“, – წერს ელენე ხოშტარია,

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 2021 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც პოლიტიკოსი აცხადებდა, შიმშილობას არ შეწყვეტდა მანამ, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდნენ.

ხოშტარიამ შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისთვის შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

შიმშილობის მე18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი…

Posted by Helen Khoshtaria on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g