LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Boeing-ის 2 მოდელში წუნდებული დეტალები აღმოაჩინეს

224
epa07434623 (FILE) - An American Airlines Boeing 737 Max 8 (Tail Number N323RM) lands at LaGuardia Airport in New York, New York, USA, 12 March 2019 (Reissued 13 March 2019). US President Donald J. Trump announced on 13 March 2019 that the US is issuing an emergency order to ground all Boeing 737 Max 8 and 9 and other planes associated with that line. He added that the FAA (Federal Aviation Administration) and Boeing were in agreement with this action.  EPA-EFE/JUSTIN LANE

„ბოინგის“ მოდელებში – 737NG და 737 Max წუნდებული დეტალები აღმოაჩინეს. მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილმა მოთამაშემ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოს უკვე აცნობა წუნდებული დეტალების აღმოჩენის შესახებ. კერძოდ, წუნდებულია ფრთის წინა, მოძრავი ნაწილის მიმართულების ფირფიტები, რომლებიც შესაძლოა, დაყენებული იყოს აღნიშნული მოდელების 300-ზე მეტ თვითმფრინავზე.

როგორც უცხოური მედია იუწყება, კონტრაქტორმა კომპანიამ „ბოინგს“ 148 წუნდებული დეტალი მიაწოდა. ეს დეტალები თვითმფრინავის ჩამოვარდნას ვერ გამოიწვევს, თუმცა საჰაერო ლაინერებს მაინც დააზიანებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ „ბოინგს“ დაავალა, 10 დღეში დააზუსტოს საეჭვო თვითმფრინავების ნომრები და შეცვალოს წუნდებული დეტალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g