LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისის მუზეუმი ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორის დასახელდა

121
ბოლნისის-მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″ ფინალურ ნომინანტად დასახელდა.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი ესტონეთის ქალაქ ტარტუში, 2022 წლის მაისში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.

ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო წარმოაჩენს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროებას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუზეუმი არის „კულტურული ჰაბი”, რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის. მუზეუმი ქმნის მულტიფუნქციურ-საგანმანათლებლო პლატფორმას, სახელოვნებო, ცენტრს, შემოქმედებით სივრცეს, გართობისა და შემეცნების ადგილს სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g