LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა

116

ბოლნისში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „მზიანი მოსავალი“ „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მზიანი მოსავალის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 660 388 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 330 194 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს.



გაზიარება
გაზიარება

კომენტარები