LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წუთებში, 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება: ნიკა გვარამია წულუკიანს პასუხობს

178
გვარამია

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების” დეპუტატს, თეა წულუკიანს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მისი მობილურის ნომერი გაასაჯაროვა პასუხობს.

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? “მეც მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ” – წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

გვარამია წერს, რომ ახლა უკვე გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ მისი სასამართლო პროცესი.

„ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია – როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში. აი, ასე, მონებად მყავს. ასე ჰგონია, თავად მონას სხვარიგად არ ძალუძს.

რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში და უსახღვრო ბოროტებაში“,-წერს გვარამია და სახალხო დამცველს მიმართავს.

„უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ“ ? – მიმართა გვარამიამ ნინო ლომჯარიას.

„პს ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g