დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 9 594 ადამიანმა გაიკეთა.
მათივე ცნობით, 23 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 107 467 აცრა, აქედან სრულად ვაქცინირებულია 982 714 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.4%-ს შეადგენს, ხოლო 1 დოზით ვაქცინირებულია 1 114 749 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 39.2%.

