LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, საგანგებო რეჟიმის შეზღუდვები 286 ადამიანმა დაარღვია (ვიდეო)

277
Capture

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე 286 ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 5 აპრილს, 21 საათიდან 6 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ კი 82 მოქალაქე, დააჯარიმეს.

თვითიზოლაციის წესები 9 მოქალაქემ, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესი კი 59 პირმა დაარღვია.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში – 188

ახალი პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს – მარინა ეზუგბაია

magti 5g