LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო პერიოდში, ოქროს ფასი კატასტროფულად დაეცა“ – ქართველი მოვაჭრეები გაიაფებულ ოქროზე საუბრობენ

2796
c64ef7e28b79dc1c1b5ed9fa59e1f796_XL

საქართველოში ოქროს ნაკეთობები გაიაფდა. „ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში როგორც ჯართის, ისე ნაკეთობის ფასი, საშუალოდ 40-50 ლარით შემცირდა. საკითხზე მათ BMG-სთან ისაუბრეს.

„ოქროს ფასი კატასტროფულად დაეცა – 170 ლარამდეც იყო უცხოური შემოტანილი და ამჟამად 120-ში იყიდება, 50 ლარით იაფად, საუბარი მაქვს ნაკეთობაზე. ჯართი 130 ლარი იყო და ახლა 90 ლარია, ანუ 40 ლარია სხვაობა”, – აღნიშნა ოქროს ბირჟის ექსპერტმა ნანა ფიფიამ BMG-სთან.

ამავე თემაზე საუბრობს „ოქროს ბირჟის“ კიდევ ერთი ექსპერტი გულიკო მორჩილაძე და ამბობს, რომ პირობითად, 595-იანი სინჯის ჯართის ჩაბარება რომ ღირდა 120-125 ლარი, ახლა იგივე ჯართის ჩაბარების ფასი 85-90 ლარია.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტიდან დღემდე, ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2050-დან 1726 დოლარამდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g