LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო სცენაზე დგომა… ბოლო პრემიერა… ბოლო დამშვიდობება… და 15 წელი მას შემდეგ“ – მარიამ ჯოლოგუა ნიკო გომელაურის გარდაცვალების თარიღს ემოციური სტატუსით ეხმაურება

212
მარიამ ჯოლოგუა

13 აპრილს, მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.

თავისუფალი თეატრი: დღეს 15 წელი შესრულდა, რაც ნიკო გომელაურმა დაგვტოვა..ნიკო დღემდე ჩვენი თეატრის განუყოფელი ნაწილია

აღნიშნულ თარიღს ემოციური სტატუსით ეხმაურება მსახიობი მარიამ ჯოლოგუა, რომელიც ნიკო გომელაურთან ერთად, სპექტაკლიდან „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, სცენაზე გადაღებულ კადრს აქვეყნებს.

„ნიკო – ბოლო სცენაზე დგომა… ბოლო პრემიერა… ბოლო დამშვიდობება… და 15 წელი მას შემდეგ“, – წერს მარიამ ჯოლოგუა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ავთანდილ ვარსიმაშვილის „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ იყო უკანასკნელი სპექტაკლი, რომელშიც ნიკო გომელაურმა ითამაშა. მას პარტნიორობას მარიამ ჯოლოგუა უწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g