კორონავირუსმა დღეს კიდევ სამი ექიმის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არის ერთ-ერთი დამსახურებული ექიმი ილია ბერიძე. ინფორმაცია ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში Stop-cov აჭარა ვრცელდება.
“მეგობრებო, დღეს დილით გარდაიცვალა დამსახურებული ექიმი და დიდებული პიროვნება ილია ბერიძე! ადამიანი რომელიც თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ემსახურებოდა თავისივე პროფესიას, იყო დაუღალავი და უანგარო ექიმი. მუშაობდა სხა და სხვა კლინიკის ხელმძღვანელ პოზიციებზე და ყველგან დიდ სიყვარულსა და სითბოს თესავდა. სამწუხაროდ უხილავი მტრის წინაშე ბატონი ილიას ორგანიზმი უძლური აღმოჩნდა! ვუსამძიმრებ ბატონი ილიას ოჯახის წევრებს ამ დიდ ტკივილსა და მწუხარებას! ღმერთმა იმქვეყნიური სასუფეველი დაუმკვიდროს…”- წერს ომარ სურმანიძე.